Accessibility links

logo-print

დიდი მსხვერპლი მოჰყვა თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმას ბაღდადში


სულ მცირე 70 კაცი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე. ოფოციალური ინფორმაციის თანახმად, დახოცილთა უმრავლესობა ირანელი პილიგრიმია. გავრცელებული ცნობებით, თვითმკვლელმა თავი დანაღმულ ავტომობილში იმ დროს აიფეთქა, როდესაც მომლოცველი შიიტები წმინდა ქალაქ კარბალადან ბრუნდებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ.

XS
SM
MD
LG