Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დარწმუნებულია აშშ-ის მხარდაჭერაში


აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რუსეთის „აგრესიის“ შესახებ სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ აშშ მის ქვეყანას კვლავაც დაუჭერს მხარს. 24 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, „უკრაინას ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში და აშშ-ის პოლიტიკოსებს შორის - როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების რიგებშიო“ და დასძინა - „ამ ორპარტიულ მხარდაჭერაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველითო“. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი გამოდიოდა კრემლის მიმართ უფრო შემრიგებლური განცხადებებით და ისიც კი მიანიშნა, შეიძლება ვაღიარო რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმიო. პოროშენკოს თქმით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა წამოჭრა „რუსეთის აგრესიის და ყირიმის უკანონო ანექსირების“ საკითხი. პოროშენკომ ასევე განაცადა, საშუალება მქონდა ტრამპისთვის დეტალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემი ქვეყნის აღმოსავლეთში და ყირიმში არსებულ სიტუაციაზეო.

XS
SM
MD
LG