Accessibility links

პარლამენტში გრძელდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განხილვა


საქართველოს პარლამენტში გრძელდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. მინისტრთა კაბინეტის წარდგენილი შემადგენლობა დღეს ხვდება ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“ და საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას. 21 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 26 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას, სახელწოდებით: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.“ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 24 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს, 12 საათზე დანიშნა.

XS
SM
MD
LG