Accessibility links

logo-print

თსუ-ში მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნები


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც 174 კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 7 ფაკულტეტიდან აირჩიოს 20-20 დელეგატი. კენჭისყრა 18 საათზე დასრულდება. თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებს მოძრაობა, „აუდიტორია 115.“ მოძრაობის წევრმა სტუდენტებმა 24 ნოემბერს ღამით დაიკავეს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, საიდანაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართეს. „აუდიტორია 115“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა უმაღლესი განათლების კანონის შესაბამისი მუხლის შესაცვლელად და გაუქმდეს თვითმმართველობის არსებული მოდელი, შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი არჩევის წესი, კონსტიტუციით განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, გამოიყოს თანხა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეკონსტრუქციისთვის და უნივერსიტეტის რექტორმა სასწრაფო წესით დანერგოს გარე რეფერირების მექანიზმი. თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ “აუდიტორია 115”-ის წევრები აპირებენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეიჭრან და დაიკავონ მეორე და მესამე სართულები, სადაც ოთხი საარჩევნო უბანია განთავსებული. ბახვა კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს, რექტორს და ყველა შესაბამის სტრუქტირას მოუწოდა, უზრუნველყონ თვითმმართველობის არჩევნების მშვიდად ჩატარება.

XS
SM
MD
LG