Accessibility links

logo-print

იუნკერი უკრაინას წლის ბოლოსათვის ჰპირდება სავიზო ლიბერალიზების შესახებ შეთანხმების მიღწევას


ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თანახმად, უკრაინა ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას დიდი ალბათობით წლის ბოლოსათვის მიიღებს. ბრიუსელში ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრის დროს, იუნკერმა განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ 2016 წლისათვის ასეთი შეთანხმების მიღწევაში. იგივე გაიმეორა ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. „ეს არის რეალისტური და ფრთხილი ოპტიმიზმი და არა მხოლოდ უპასუხისმგებლო პროგნოზი პროგნოზისათვის“, - განაცხადა ტუსკმა. როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ისე ევროპარლამენტმა საბოლოოდ აუნთეს მწვანე შუქი უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზების შეთანხმებას. მაგრამ ორივე ინსტიტუტში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს აუცილებლობის შემთხვევაში შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპელმა დიპლომატებმა 23 ნოემბერს გამოთქვეს ეჭვი, რომ წლის ბოლოსათვის „რთული იქნებოდა“ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა. თუმცა, 24 ნოემბერის სამიტის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, წლის ბოლოსათვის მიაღწიონ ამ საკითხის გადაჭრას.

XS
SM
MD
LG