Accessibility links

სირიაში თურქეთი კვლავ განიცდის სამხედრო დანაკარგს


კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ჩრდილოეთ სირიაში, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში. ამის შესახებ თურქეთის არმია იუწყება. ერთი დღით ადრე იმავე არეალში სამი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10 დაიჭრა, ოფიციალური ცნობით, სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. თუმცა სირიელი აქტივისტები და თურქეთის მედია ვარაუდობენ, რომ წინა შემთხვევაშიც თურქი სამხედრო მოსამსახურეები ექსტრემისტებთან შეტაკების დრო მოკლეს. თურქეთმა სამხედრო ქვედანაყოფი და ტექნიკა ჩრდილოეთ სირიაში აგვისტოში შეყვანა, რათა სირიელ მეამბოხეებს დახმარებოდა ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში. თურქეთის სამხედრო დანაყოფები და სირიელი მეამბოხეები ცდილობენ, განდევნონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ ალ-ბაბიდან, რომელიც ექსტრემისტების მეორე უძლიერეს სიმაგრეს წარმოადგენს სირიის ტერიტორიაზე. თურქეთი, რომელმაც 2,7 მილიონი დევნილი შეიფარა, ცდილობს შექმნას „უსაფრთხოების ზონა“ სირიის შიგნით, რასაც ეწინააღმდეგება სირიის მთავრობა.

XS
SM
MD
LG