Accessibility links

logo-print

ისრაელში დააპატიმრეს ხანძრის გაჩაღებაში ეჭვმიტანილი 12 პირი


ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ პარასკევს დააპატიმრეს 12 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ხანძრის გაჩაღებაში, რამაც ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი მოიცვა. სტიქიის შედეგად საჭირო გახდა 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია ქალაქ ხაიფადან, სადაც ასობით სახლი განადგურდა. სახანძრო ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ იერუსალიმის ჩრდილოეთით ფერდობებზე მდებარე ტყიან მასივში. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობენ პალესტინელი, ხორვატი, ბერძენი, იტალიელი, რუსი და თურქი მაშველები. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახმარების თაობაზე ეგვიპტისა და იორდანიის შეთავაზებასაც დათანხმდა.

XS
SM
MD
LG