Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალენ ჟიუპე მიიჩნევს, რომ მის მეტოქეს ვლადიმერ პუტინი უჭერს მხარს


საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებმა ფრანსუა ფიიონმა და ალენ ჟიუპემ რუსეთის პრეზიდენტის გამო მწვავედ იკამათეს დებატების მეორე რაუნდში, რომელიც წინ უძღვის გადამწყვეტ შიდაპარტიულ არჩევნებს. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ფიიონის მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვების გამო, ალენ ჟუპე მიიჩნევს, რომ „ეს იქნება პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატი ჰყავს.“ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტი ფრანსუა ფიიონი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების სტრატეგიას, რაც დებატების დროსაც გაიმეორა და აღნიშნა ისიც, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას.

XS
SM
MD
LG