Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩის ვიდეოდაკითხვა გადაიდო „მემარჯვენე სექტორის“ პროტესტის გამო


მომავალი კვირისათვის გადაიდო ვიქტორ იანუკოვიჩის ვიდეოდაკითხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელშიც პოლიციის ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალი ედებათ 2014 წლის თებერვლის ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა მისამართით სასიკვდილო ცეცხლის გახსნაში. კიევის ქუჩებში შეტაკებებისა და სროლის შედეგად სულ მცირე 100 დემონსტრანტი დაიღუპა, მათგან 48 კაცი გამიზნულად, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ სნაიპერების ცეცხლის შედეგად. გამოძიების თანახმად, ცეცხლის გახსნის ბრძანება უშუალოდ ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასცა. იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ვიდეოდაკითხვაში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან სკაიპის საშულებით ღებულობდა მონაწილეობას. თუმცა სასამართლო პროცესი 28 ნოემბრამდე გადაიდო მას შემდეგ, რაც უკრაინის ულტრანაციონალისტური მოძრაობა „მემარჯვენე სექტორის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს სასმართლო შენობას, სადაც დაკითხვაზე დემონსტრანტების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები ჰყავდათ მიყვანილი. „მქონდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციას, რათა ჩაეშალა დღევანდელი შეხვედრა და არ მოეცა ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მოწმისათვის, სიტყვით გამოსვლის უფლება“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG