Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გაგრძელდება დეესკალაციის პოლიტიკა რუსეთთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხი განიხილება. მისი თქმით, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ფეხდაფეხ გაუმჯობესდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე შეიქმნას წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. კვირიკაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა ასევე შერიგების პოლიტიკაზე აფხაზებთან და ოსებთან. დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა რჩება ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად და ამ მიმართულებით გამოიყენებს ყველა ფორმატსა და პლატფორმას, რა შესაძლებლობაც დღეს არსებობს, - დასძინა კვირკაშვილმა.

XS
SM
MD
LG