Accessibility links

logo-print

უკრაინაში პატივი მიაგეს „ჰოლოდომორის“ მსხვერპლს


26 ნოემბერს უკრაინაში გაიხსენეს ჰოლოდომორის მსხვერპლი. ასე იწოდება გასული საუკუნის 30-იან წლებში, სტალინური რეჟიმის დროს განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა უკრაინის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რასაც სხვადასხვა მონაცემებით 10-მილიონამდე ადამიანის შიმშილით სიკვდილი მოჰყვა. ამ თარიღის აღნიშვნა უკრაინაში ყოველი ნოემბრის მეოთხე შაბათს ხდება. კიევის ცენტრში ჰოლოდომორის მემორიალთან ასობით ადამიანმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი დაღუპულთა ხსოვნას. სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ჰოლოდომორის მომსწრეები, სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციები, უცხოელი დიპლომატები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებმაც პანაშვიდი გადაიხადეს.

XS
SM
MD
LG