Accessibility links

logo-print

პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას


საქართველოს პარლამეტმა 110 ხმით , 19-ის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა მთავრობის წარდგენილ შემადგენლობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. კენჭისყრას წინ უძღვოდა მრავალსაათიანი განხილვა რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნა მოწვეული. კენჭისყრამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა”. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოაწერა ხელი. კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა შეუდგება იმ პროგრამის განხორციელებას, რომელსაც ეწოდება „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.“

XS
SM
MD
LG