Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში გლოვობენ ფიდელ კასტროს გარდაცვალებას


კუბაში გლოვობენ ფიდელ კასტროს, კუბის რევოლუციის ლიდერს, რომელიც 90 წლის ასაკში 26 ნოემბერს გარდაიცვალა. გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია სამთავრობო შენობების თავზე, გაუქმდა საკონცერტო და გასართობი ღონისძიებები. კუბაში 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება გლოვა, რაც 4 დეკემბერს დასრულდება ფიდელ კასტროს დაკრძალვით. გარდაცვლილის ანდერძის თანახმად, ფიდელ კასტროს გვამს ჰავანაში 26 ნოემბერს კრემაცია ჩაუტარეს. ურნას, რომელშიც კუბის ყოფილი ლიდერის ფერფლია მოთავსებული, კუბის ყველა ქალაქში ჩაიტანენ და შემდეგ დაკრძალვის დღემდე, 4 დეკემბრამდე დაასვენებენ ქალაქ სანტიაგოში.

XS
SM
MD
LG