Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტიდან მოიტაცეს 18 წლის მამაკაცი


გორის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ჯარიაშენიდან მოიტაცეს ადგილობრივი მკვიდრი. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი, სავარაუდოდ ცხინვალის რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოიტაცეს "საზღვრის" მიმდებარე ტერიტორიიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინციდენტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე "საზღვრის" დარღვევის გამო ხშირად აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს.

XS
SM
MD
LG