Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლები საფრანგეთში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ


საფრანგეთში შიდა პარტიული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც უნდა გაირკვეს, თუ ვინ იქნება მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. შიდა პარტიული არჩევნების პირველ ტურში ხმათა თითქმის ორჯერ მეტი, დაახლოებით 44%-ი წილად ხვდა საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს, რომლის მეტოქემ, ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალენ ჟიუპემ, ხმათა 28,5%-ი მიიღო. ფიიონი აცხადებს, რომ საფრანგეთი „ამბოხების ზღვარზე“ დგას, რისთვისაც საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფო სექტორში 500 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას. ჟიუპე, რომელი ორიენტირებულია მრავალფეროვნებისა და ჰარმონიის იდეაზე, მეტოქეს ბრალს დებს რუსეთის პრეზიდენტთან სიახლოვეში. ფრანსუა ფიიონი ღიად უჭერს მხარს მოსკოვთან კავშირს სირიაში, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. მოელიან, რომ რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაუპირისპირდება ულტრა-მემარჯვენე „სახალხო ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენეს.

XS
SM
MD
LG