Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის განკარგულება გამოსცა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც 26 ნოემბერს პარლამეტმა, რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა სამთავრობო პროგრამას და მთავრობის წარდგენილ შემადგენლობას. ”საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები უნდა დანიშნოს.

XS
SM
MD
LG