Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯაში დღეს შეხვდება თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს შეხვდება თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის და „აუდიტორია 115“-ის აქტივისტებს. „მზად ვარ, განვიხილოთ საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ჩემი უპირობო მოთხოვნაა, იყოს მხოლოდ კონსტრუქციული რეჟიმი და კანონში შესატანი ცვლილებები ეფუძნებოდეს კარგ საერთაშორისო პრაქტიკას სტუდენტური თვითმმართველობის კუთხით“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა. ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს 16:00საათზე შეხვდება, 17:00 საათზე კი დაგეგმილია შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG