Accessibility links

სირიის სამთავრობო ჯარმა ალეპოს ექვსი რაიონი წაართვა მეამბოხეებს


სირიის მთავრობის ჯარმა კვლავ დაიკავა ალეპოს ექვსი რაიონი, რომლებიც მეამბოხეთა ხელში იყო. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მოკავშირეების ჯარების ქალაქში შესვლას მოჰყვა ათასობით სამოქალაქო პირის გაქცევა. ქალაქის აღმოსავლეთი რაიონები მთავრობის ჯარმა დაიკავა მოკავშირეებთან ერთად. ლონდონიდან ადამიანის უფლებების მეთვალყურე სირიელთა ჯგუფმა დაადასტურა ცნობა, რომ მეამბოხეებმა დაკარგეს ალეპოს მათ ხელში მყოფი ტერიტორიის მესამედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მათი კონტროლის ქვეშ იყო. მეთვალყურეთა მეთაურმა, რამი აბდულრაჰმანმა „როიტერსს“ უთხრა, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ მეამბოხეთა უდიდესი მარცხი. 26-27 ნოემბერს ალეპო დატოვა ათი ათასზე მეტმა სამოქალაქო პირმა. ალეპოს სახურის რაიონის დაკავებით მთავრობის ჯარმა მეამბოხეთა ხელში მყოფი მონაკვეთი ორ ნაწილად გაჰყო. ალეპოს ერთი ნაწილი 2012 წლის შემდეგ ჩაიდგეს ხელში მეამბოხეებმა.

XS
SM
MD
LG