Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: უკანონო ამომრჩევლების გამო ვერ მოვიგე კენჭისყრა


აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გამოვრიცხავთ კენჭისყრაში მილიონობით უკანონო მონაწილეს, მან 8 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა მოქალაქეთა ხმების რაოდენობითაც. ტრაპმა საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით სძლია მეტოქეს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, რომელმაც ხმების რაოდენობით აჯობა ტრამპს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მილიარდერი ტრამპი ლაპარაკობს არჩევნების დროს „სერიოზულ გაყალბებაზე“ ვირჯინიის, ნიუ ჰემპშირის და კალიფორნიის შტატებში, ანუ იქ, სადაც კლინტომა მოიგო არჩევნები. ტრამპს თავისი ბრალდების დასტური არ წარმოუდგენია. მისი ეს კომენტარი მოჰყვა მწვანეთა პარტიის კანდიდატის, ჯილ სტაინის ინიციატავს, კვლავ დაითვალონ ხმები უისკონსინში. კლინტონმა მილიონი ხმით მეტი მოიპოვა, ვიდრე ტრამპმა, მაგრამ აშშ-ის საარჩევნო სისტემის თანახმად, რესპუბლიკელ კანდიდატს მეტი პირი მიემხრო საარჩევნო კოლეგიაში.

XS
SM
MD
LG