Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ყოფილ მინისტრს უარი უთხრა თხოვნაზე


მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის თხოვნა შინა პატიმრობის შესახებ. საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს ძალაში დატოვა ადრინდელი გადაწყვეტილება, რომ ულიუკაევი სასამართლომდე შინა პატიმრობაში უნდა იყოს. ულიუკაევი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში. ის 15 ნოემბერს დააპატიმრეს ბრალდებით, რომ რუსეთის სანავთობო ფირმის, „როსნეფტის“ გაყიდვის საქმის გამარტივების მიზნით ქრთამი აიღო. იმავე დღეს პრეზიდენტმა ის თანმდებობიდან გაათავისუფლა. ის სტალინის მმართველობის დროიდან ამ რანგის უმაღლესი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG