Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ შინა პატიმრობაში დატოვა რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის თხოვნა მისთვის შეფარდებული შინაპატიმრობის შემსუბუქების შესახებ. სასამართლომ 28 ნოემბერს ძალაში დატოვა ადრინდელი გადაწყვეტილება, რომ ულიუკაევი შინაპატიმრობაში იყოს. ულიუკაევი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში. ის 15 ნოემბერს დააპატიმრეს ბრალდებით, რომ რუსეთის სანავთობო ფირმის, „როსნეფტის“ გაყიდვის საქმის გამარტივების მიზნით, ქრთამი აიღო. იმავე დღეს პრეზიდენტმა ის თანმდებობიდან გაათავისუფლა. ულიუკაევი სტალინის მმართველობის დროიდან ამ რანგის უმაღლესი საელმწიფო მოხელეა, რომელიც დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG