Accessibility links

logo-print

სტალინის პერიოდის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა შთამომავლებმა მთავრობას მიმართეს


სტალინის მმართველობის პერიოდის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა მემკვიდრეებმა რუსეთის მთავრობას მომართეს თხოვნით, დახუროს მონაცემთა ბანკი, სადაც შენახულია ცნობები 40 ათასამდე აგენტის შესახებ. ისინი უშუალოდ არიან პასუხისმგებელი საბჭოთა ტერორის პერიოდში მილიონამდე მოქალაქის სიკვდილისთვის. მემკვიდრეებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს. წერილის ავტორები ითხოვენ მონაცემთა ბანკის დახურვას და თხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ მსხვერპლთა შთამომავლები, შესაძლოა, შურისძიების მიზნით დაესხნენ თავს აგენტების შვილებს, შვილიშვილებსა და მათს შვილებს. მონაცემთა ბანკი შექმნა უფლებადამცველმა ფონდმა „მემორიალმა“, რომელიც 15 წელიწადს მუშაობდა მის განვითარებაზე.

XS
SM
MD
LG