Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტების პროტესტსა და სტუდენტურ თვითმმართველობაზე


29 ნოემბერს რადიო თავისუფლების"დილის საუბრების" სტუმარი იყო იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი. მან ილაპარაკა სტუდენტების პროტესტსა და სტუდენტური თვითმმართველობის ინსტიტუტზე. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური თვითმმართველობა, თავისი შინაარსით, მმართველობის იერარქიული ვერტიკალით წარმოადგენს ერთადერთ მონოპოლიურ სტუდენტურ ორგანოს, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით, ანუ განათლების შესახებ კანონით, სარგებლობს ლეგიტიმური უფლებით მიიღოს მონაწილება უნივერსიტეტის მართვაში, ის არის ერთადერთი წარმომადგენელი სტუდენტებისა, სარგებლობს პრივილეგიებით, ახდენს ფინანსების მონოპოლიზებას. ამ ინსტიტუტს არაფერი აქვს საერთო სტუდენტების თანაბარ ხელმისაწვდომობასთან მართვაზე, ფინანსებზე, პროექტების განხორციელებაზე სწავლასა და კვლევაში თანაბრად ჩართვაზე. მოთხოვნები კი, რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც „აუდიტორია 115“ წარმოადგენენ, მიმართულია მოდერნული საუნივერსიტეტო საზოგადოების მშენებლობისკენ.

XS
SM
MD
LG