Accessibility links

ჩერნობილში ახალი სარკოფაგით დაფარავენ ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ რეაქტორს


უკრაინაში დღეს ახალი სარკოფაგით დაფარავენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ, მეოთხე რეაქტორს. მსოფლიოში უდიდესი ლითონის მოძრავი კონსტრუქცია შეცვლის ბეტონის მოძველებულ სარკოფაგს, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ამ რეაქტორზე მაშველებმა აღმართეს 1986 წლის აპრილში მომხდარი კატასტროფის შემდეგ. ახალი სარკოფაგი სიმაღლეში 108 მეტრია და 1,6 მილიარდამდე დოლარად არის შეფასებული. მისი დაფინანსების უდიდესი ნაწილი რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა იტვირთა. ახალმა სარკოფაგმა მთელი საუკუნით უნდა შეაჩეროს რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვა. საბოლოოდ სპეციალისტები აპირებენ ძველი სარკოფაგის დემონტაჟს და ატომური ელექტროსადგურიდან ბირთვული საწვავის გატანას. გაეროს მონაცემებით, 1986 წლის კატასტროფამ 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა გარემოს დამცველი აქტივისტების ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია და 100 ათასს აღწევს.

XS
SM
MD
LG