Accessibility links

აშშ-ში ოჰაიოს უნივერსიტეტზე თავდასხმა შესაძლოა ტერაქტად შეფასდეს


აშშ-ში პოლიცია აცხადებს, რომ შესაძლოა ტერაქტად შეფასდეს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტზე მოწყობილი თავდასხმა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა 11 ადამიანი დაჭრა. თავდასხმაში ბრალდებული პირი, სომალიში დაბადებული 18 წლის აბდულ არტანი, 28 ნოემბერს მანქანით შეიჭრა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე და გამვლელებს დაეჯახა. შემდეგ ის მანქანიდან ჩავიდა და დიდი დანით დაჭრა რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელი, რომელიც ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პოლიციელმა. ცნობების თანახმად, საავადმყოფოში მოათავსეს 11 ადამიანი. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ კოლამბასის პოლიციის უფროსის, კიმ ჯეკობსის განცხადებით, განიხილავენ ვერსიასაც, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.

XS
SM
MD
LG