Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მზად არის გადადგეს კორუფციული სკანდალის გამო


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ჰე აცხადებს, რომ მზად არის გადადგეს კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თუ პარლამენტი შეძლებს ძალაუფლების გადაცემის, მისი თქმით, „პრობლემების მინიმუმამდე“ შემცირებას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში სკანდალისთვის, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტის ახლო მეგობარს ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე და პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტებს ცვლიდა ისე, რომ არ ეკავა რაიმე თანამდებობა ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის მეგობარს კორუფციაშიც ადანაშაულებენ და გამოძიების პროცესში თავად პრეზიდენტიც სახელდება ეჭვმიტანილად. „პარლამენტს ვანდობ გადაწყვეტილების მიღებას ჩემს მომავალზე, მმართველობის ვადის შემოკლების ჩათვლით“ - განაცხადა 29 ნოემბერს სამხრეთ კორეის ლიდერმა. სამხრეთ კორეის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეს პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მხარდამჭერების ჯგუფმა ურჩია ნებაყოფლობით გადადგომა ნაცვლად შესაძლო იმპიჩმენტის ლოდინისა.

XS
SM
MD
LG