Accessibility links

ევროპარლამენტში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა 18 იანვრისათვის დაინიშნა


ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, 18 იანვარს იმსჯელებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხზე. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე და მიანიშნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი. საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი დასტური და პრინციპული თანხმობა როგორც ევროკომისიისგან, ასევე ევროპარლამენტისგან და ევროკავშირის საბჭოსგან, მაგრამ ახალი რეჟიმის ასამოქმედებლად ჯერ მისი შეჩერების მექანიზმი უნდა შეიქმნას. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო 29 ნოემბერს ვერ შეთანხმდნენ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და მოლაპარაკება მომავალ კვირაში განახლდება.

XS
SM
MD
LG