Accessibility links

logo-print

პუტინი მობილურ საავადმყოფოებს აგზავნის სირიის ქალაქ ალეპოსათვის


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვისა და საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროებს დაავალა მობილური საავადმყოფოების სასწრაფოდ გაგზავნა სირიის ქალაქ ალეპოში. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის 29 ნოემბრის განცხადებით, პუტინმა სამხედროების დაავალა სამედიცინო დახმარების გაწევა ალეპოსა და მიმდებარე დასახლებებში მყოფი პირებისათვის. რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს, რომლებიც ატარებენ ოპერაციას ალეპოს ასაღებად. სირიის ამ ქალაქს ნაწილობრივ ჯერ კიდევ ოპოზიციონერები აკონტროლებენ. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ალეპოში შექმნილი ვითარების განსახილველად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ 29 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ალეპოში მძიმე ბრძოლებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო საჭიროა, სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები ბრძოლისათვის ბოლოს მოსაღებად. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიანმა ბეირუთში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 16 ათასამდე სამოქალაქო პირს მოუხდა ალეპოს გარშემო ბრძოლების გამო გაქცევა და მრავალი მათგანი მძიმე მდგიმარეობაშია.

XS
SM
MD
LG