Accessibility links

ავღანეთში შვეულმფრენის ავარიისას დაიღუპა მაღალი რანგის გენერალი


ავღანეთის ბადღისის პროვინციაში სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ამ ქვეყნის არმიის მაღალი რანგის გენერალი და დაშავდა, სულ ცოტა, შვიდი სხვა პირი. როგორც თავდაცვის სამინისტრომ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, ავღანეთის დასავლეთის ჯარის მეთაური, გენერალი მოჰაიედინ ღორი დაიღუპა, როცა შვეულმფრენს საავარიო დაჯდომა დასჭირდა. მიღებული ცნობების თანახმად, საავარიო დაჯდომა ტექნიკური მიზეზით მოხდა და არ ყოფილა თავდასხმის შედეგი.

XS
SM
MD
LG