Accessibility links

სირია ისრაელს ადანაშაულებს დამასკთან მდებარე რაიონის დაბომბვაში


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა დაბომბეს დამასკის დასავლეთით მდებარე რაიონი და იერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. ამ ინფორმაციით, იერიშის დროს ორი რაკეტა გაისროლეს. არავინ დაშავებულა. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობაში იერიში შეფასებულია, როგორც მცდელობა, „ყურადღება გადაიტანონ“ სირიელი სამხედროების წარმატებებიდან. ცნობაზე ისრაელის გამოხმაურება ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ფიქრობენ, რომ ისრაელს ბოლო წლებში სირიაში განხორციელებული აქვს რამდენიმე საჰაერო იერიში იმ თანამედროვე შეიარაღების სისტემების გასანადგურებლად, რომლებიც ლიბანში მოქმედი შიიტი ექსტრემისტების, „ჰიზბოლასთვის“ არის განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG