Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო ისევ იმსჯელებს სირიის ქალაქ ალეპოზე


გაეროს უშიშროების საბჭო მორიგ საგანგებო სხდომას გამართავს სირიის ქალაქ ალეპოზე სასაუბროდ. სირიის ჯარები რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით ბომბავენ ალეპოს, სადაც ზოგ რაიონს მეამბოხეები აკონტროლებენ. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მონაცემებით, ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში ქალაქიდან 20 ათასამდე ადამიანი გაიქცა. აღმოსავლეთ ალეპოს რაიონები უკვე ოთხი თვეა მოქცეული მთავრობის ჯარების ალყაში. ხალხი, ფაქტობრივად, სურსათის და ჰუმანიტარული დახმარების გარეშე დარჩა. გაეროში საფრანგეთის ელჩი, ფრანსუა დელატრი საერთაშორისო თანამეგობრობის მოქმედებისაკენ მოწოდებით გამოდის, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება და რამდენად რეალისტური იქნებოდა ასეთი გეგმა.

XS
SM
MD
LG