Accessibility links

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს უფროსი: ირანთან შეთანხმების გაუქმება „კატასტროფული“ ნაბიჯი იქნებოდა


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს უფროსის, ჯონ ბრენანის აზრით, „კატასტროფული“ ნაბიჯი და „უგუნურობის მწვერვალი“ იქნებოდა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების გაუქმება. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ბრენანმა ეს შეფასება გამოთქვა 30 ნოემბრის ინტერვიუში. ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები წელს იანვრიდან შემსუბუქდა შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეკვეცას. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნათქვამი აქვს, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება „საშინელებაა“ და მას „ნაკუწებად აქცევს“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს უფროსმა "ბი-ბი-სი"-სთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმების გაუქმებას უკავშირდება ირანში მკაცრი კურსის მომხრეების გაძლიერების საფრთხე, ასევე საფრთხე, რომ სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ბირთვული იარაღის შექმნა სურთ, გაააქტიურებენ მუშაობას მიზნის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG