Accessibility links

logo-print

ჰავანაში ასიათასობით ადამიანი გამოეთხოვა ფიდელ კასტროს


ჰავანაში, რევოლუციის მოედანზე ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა კუბის ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროსთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. კასტრო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე იდგა კუბის მმართველი ერთპარტიანი რეჟიმის სათავეში, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო. 30 ნოემბერს იწყება პროცესია, რომლის მსვლელობაშიც ქალაქ სანტიაგოში ჩაიტანენ კასტროს ფერფლიან ურნას - ანუ, გაივლიან 900-კილომეტრიან მარშრუტს, რომელიც 1959 წელს გაიარა კასტრომ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ. ფიდელ კასტროს 4 დეკემბერს დაკრძალავენ სანტიაგოში. ცერემონიას დაესწრებიან უცხო ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ლათინური ამერიკის მემარცხენე ლიდერები.

XS
SM
MD
LG