Accessibility links

logo-print

ზაზა რუხაძე ითხოვს, არ განიხილონ მისი კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე


საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ზაზა რუხაძის განცხადება, რომლითაც პარლამენტს მიმართა, არ განიხილოს მისი კანდიდატურა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ზაზა რუხაძის კანდიდატურა პარლამენტს სექტემბერში შესთავაზა წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თუმცა, განხილვა არ შედგა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე ვაკანტურია მხოლოდ პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG