Accessibility links

მოსკოვი პროვოკაციად აფასებს უკრაინის გეგმას ყირიმთან რაკეტების გამოცდის შესახებ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფართომასშტაბიან პროვოკაციად“ მიიჩნევს უკრაინის გეგმას ყირიმთან რაკეტების გამოცდის შესახებ. სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ 30 ნოემბერს გამოთქვა შეფასება, რომ დაგეგმილი გამოცდა მიმართულია „უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავებისაკენ“. 29 ნოემბერს უკრაინამ გაავრცელა დამატებითი ოფიციალური შეტყობინება საჰაერო სივრცეში სახიფათო ზონებზე, 1-2 დეკემბრისათვის დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით. კიევი აპირებს ჰაერი-ჰაერი ტიპის საბრძოლო რაკეტების გამოცდას. უკრაინის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა კიევი, რომ სარაკეტო იერიშით უპასუხებს რაკეტების გამოცდას. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია.

XS
SM
MD
LG