Accessibility links

ალეპოში საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა 30-მდე სამოქალაქო პირი


სირიის ქალაქ ალეპოს რაიონში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, სულ ცოტა, 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ იუწყება ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. მისი ცნობით, დაიჭრა ათობით ადამიანი. დაბომბვის მსხვერპლი გახდნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად გარბოდნენ აღმოსავლეთ ალეპოზე სირიის მთავრობის ჯარების იერიშის ფონზე. ამასობაში, სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა მთავრობის მიერ გაკონტროლებულ დასავლეთ ალეპოში მეამბოხეების სარაკეტო იერიშის დროს. სირიის მთავრობის ჯარებმა ბოლო დღეებში დაიპყრეს თითქმის ერთი მესამედი ალეპოს იმ ნაწილში, რომელიც მეამბოხეების ხელში იყო. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, იერიშის გამო 50 ათასამდე ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად.

XS
SM
MD
LG