Accessibility links

რუსეთი აკრიტიკებს ნორვეგიის გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ


რუსეთი აკრიტიკებს ნორვეგიის გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის, კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი მარკ ვართანიანის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა ნორვეგიის ამ ნაბიჯს, რომელიც, მისი თქმით, გავლენას მოახდენს მოსკოვისა და ოსლოს ურთიერთობაზე. ვართანიანი 2014 წელს ვაშინგტონის თხოვნით დააკავეს ნორვეგიაში, სადაც ის ადგილობრივ კომპანიაში მუშაობდა. ის ეჭვმიტანილია კომპიუტერული ვირუსის გავრცელების მცდელობაში. ვართანიანი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG