Accessibility links

კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ესაუბრა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან. 30 ნოემბერს კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში დიდი იმედით მოელიან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი, ღია დისკუსიისათვის. ამ შედეგს მოელის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მას ტრანსფორმაციის უაღრესად დიდი უნარი აქვს და უდიდესი მოტივაციაა საქართველოში რეფორმების გასაგრძელებლად“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში მალე დასრულდება პროცედურები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადასაწყვეტად. ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG