Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთლიანად იტყვის უარს ბიზნესში საქმიანობის გაგრძელებაზე


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთლიანად იტყვის უარს ბიზნესში საქმიანობის გაგრძელებაზე, რათა ფოკუსირებული იყოს ქვეყნის მართვაზე. 15 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩემს შვილებთან ერთად გავმართავ პრეს-კონფერენციას იმ საკითხზე სასაუბროდ, რომ ვაპირებ, მთლიანად მივატოვო ჩემი ბიზნესი და სრულად ვიყო ფოკუსირებული ქვეყნის მართვაზე, რათა ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა! - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის კანონი არ მოითხოვს პრეზიდენტისაგან საკუთარ ბიზნესზე უარის თქმას, მაგრამ წარსულში აშშ-ის არაერთ პრეზიდენტს გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მომავალი წლის იანვარში გაიმართება. დონალდ ტრამპის ბიზნესიმპერიის მართვაში აქტიურად მონაწილეობს მისი სამი უფროსი შვილი.

XS
SM
MD
LG