Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში რუსეთის საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს


რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს უკრაინის მიერ დეკემბრის დასაწყისისათვის დაგეგმილ სარაკეტო გამოცდასთან დაკავშირებით. მოსკოვი აპროტესტებს უშუალოდ ყირიმთან ჩასატარებელ წვრთნებს. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფალთა „მორიგი მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია“ უწოდა 1-2 დეკემბრისათვის დაგეგმილ წვრთნებს. უკრაინამ 29 ნოემბერს გაავრცელა დამატებითი ოფიციალური შეტყობინება ჰაერი-ჰაერი ტიპის საბრძოლო რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით საჰაერო სივრცეში სახიფათო ზონების შესახებ. უკრაინის განმარტებით, წვრთნები ჩატარდება საერთაშორისო წესების შესაბამისად, ღია ზღვის თავზე მხოლოდ უკრაინის საჰაერო სივრცეში.

XS
SM
MD
LG