Accessibility links

გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა მოკვლევა სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის საქმეზე


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა მოკვლევა ვიცე-პოლკოვნიკების - სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის საქმეზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინუასა და ცაბაძის მოთხოვნით, 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება, რომლის თანახმად, 2012 წლის არჩევნების წინ, სამხედრო მოსამსახურეები ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, გენერალურმა ინსპექციამ, ცაბაძის და ნინუას გარდა, გამოკითხა მედიასაშუალებების მიერ დასახელებული სხვა პირებიც, „ინფო-9“-ის ოპერატორი და სამხედრო მოსამსახურეები იმ ქვედანაყოფებისა, რომლებსაც 2012 წელს ხელმძღვანელობდნენ ვიცე-პოლკოვნიკები - სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არც ერთმა გამოკითხულმა არ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება. შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG