Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხრეთში დაიწყო ორდღიანი სამხედრო სწავლება საზენიტო რაკეტების გამოყენებით


უკრაინის სამხრეთში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად, დაიწყო ორდღიანი სამხედრო სწავლება საზენიტო რაკეტების გამოყენებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის პრესმდივნის, ვლადიმირ კრიჟანოვსკის ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საშუალო რადიუსის, მართვადი საზენიტო რაკეტების საკონტროლო გამოცდას. კრიჟანოვსკის განცხადებით, სწავლება საერთაშორისო ნორმების დაცვით მიმდინარეობს. კიევს პროტესტი გამოუცხადა მოსკოვმა, რომელმაც სამხედრო სწავლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩამოაგდებენ უკრაინის რაკეტებს, რომლებიც ყირიმს მიუახლოვდებიან და საფრთხეს შეუქმნიან რუსეთის ობიექტებს.

XS
SM
MD
LG