Accessibility links

ვლადიმერ პუტინი ფედერალურ კრებას ყოველწლიური მოხსენებით მიმართვას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის ყოველწლიურ მიმართვას აკეთებს კრემლის დიდ სასახლეში, სადაც თავშეყრილი არიან მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და რეგიონების ხელმძღვანელები. ფედერალური კრების წინაშე წიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთში მცირდება ინფლაცია და სახეზეა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. „ჩვენმა ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შემოიღეს ეკონომიკური სანქციები, რომლებზეც მე ზემოთ ვისაუბრე. ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართეთ და დავეხმარეთ შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება და მომხმარებელიც შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიან გარემოს საჭიროებს. ასე რომ, ამჟამად შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG