Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შიშობს, რომ ალეპო შესაძლოა „ვეებერთელა სასაფლაოდ“ გადაიქცეს


ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კომისარი სტივენ ო'ბრაიენი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სირიის ქალაქი ალეპო შესაძლოა გადაიქცეს ერთ დიდ სასაფლაოდ იმ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც სირიის სამთავრობო ჯარები ახორციელებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ. ამის შესახებ იყო საუბარი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელზეც ალეპოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ. ო’ ბრაიენმა ვიდეო-კონფერენციის საშუალებით ლონდონიდან ჩართვის დროს მოუწოდა გაეროს, რომ იმოქმედონ, ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად. სირიის სამთავრობო ჯარები აცხადებენ, რომ მათ მეამბოხეებისაგან გაათავისუფლეს აღმოსავლეთ ალეპოს დაახლოებით მესამედი. გაეროს წარმომადგენლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების გამო სახლები მიატოვა დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა, დაახლოებით 1000 კაცი გამორბის ყოველდღიურად ქალაქიდან თავშესაფრის საძებნელად. ქალაქში დარჩენილებს კი პრაქტიკულად აღარ აქვთ საკვები და მედიკამენტები.

XS
SM
MD
LG