Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ „ეძებს მტრებს“


„რუსეთი არ ეძებს მტრებს, ჩვენ მეგობრები გვჭირდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 დეკემბერს თავის ყოველწლიურ მიმართვაში და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან „თანასწორობის საფუძველზე“. ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთში მცირდება ინფლაცია და სახეზეა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. „ჩვენმა ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შემოიღეს ეკონომიკური სანქციები, რომლებზეც მე ზემოთ ვისაუბრე. ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართეთ და დავეხმარეთ შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება და მომხმარებელიც შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიან გარემოს საჭიროებს. ასე რომ, ამჟამად შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG