Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შეხვდა იოჰანეს ჰანს


ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროკომისარს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ელჩები 7 დეკემბერს იმსჯელებენ „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე, რაც წინ უნდა უძღოდეს საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების შეთანხმების ამოქმედებას.

XS
SM
MD
LG