Accessibility links

logo-print

7 დეკემბერს ევროკავშირის ელჩები იმსჯელებენ შეჩერების მექანიზმზე


7 დეკემბერს ევროკავშირის ელჩები იმსჯელებენ „შეჩერების მექანიზმზე“, რაც წინ უნდა უძღოდეს საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზების შეთანხმების ამოქმედებას. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის ცნობით, თუ ელჩები შეთანხმებას მიაღწევენ, იმავე დღეს, შესაძლოა, გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც, ელჩებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებიც. საფრანგეთი, რომელიც აქამდე წინააღმდეგი იყო შეჩერების მექანიზმის დაჩქარებული წესით შემუშავებისა, ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, დათანხმდეს კომპრომისს. ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ პარიზს არ სურს ამ საკითხში მარტო დგომა და ახლა ცდილობს, ხსენებულ კომპრომისს 15-16 დეკემბრისთვის დანიშნულ ევროკავშირის სამიტამდე მიაღწიოს. მოლაპარაკების წარმატების შემთხვევაში ევროპარლამენტმა შესაძლოა, 12-15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უყაროს კენჭი „შეჩერების მექანიზმის“ საკითხს.

XS
SM
MD
LG