Accessibility links

დონალდ ტუსკი: საქართველო იმსახურებს სავიზო ლიბერალიზების პროცესის დროულ დასრულებას


ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა სავიზო ლიბერალიზების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 1 დეკემბერს დონალდ ტუსკი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხს, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ოქტომბერში დაამტკიცა ანგარიში, რომლის თანახმად საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი. ახლა მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა ევროკავშირის მხრიდან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, რადგან ახლა მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას ვიზის შეჩერების მექანიზმზე, რაც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს სავიზო ლიბერალიზების თაობაზე შემუშავებული ყველა შეთანხმებისათვის. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულ და დადებით დასრულებას,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა

XS
SM
MD
LG