Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოდის გაფრთხილებით, რომ ბანკებზე კიბერშეტევა იგეგმება


რუსეთის უშიშროების მთავარი სააგენტოს განცხადებით, ის ატარებს ზომებს უცხოეთის უშიშროების სამსახურების გეგმის ჩაშლის მიზნით - გეგმის, რომელიც ითვალისწინებს 5 დეკემბერს რუსეთის მსხვილ ბანკებზე კიბერშეტევის მოწყობას და ქვეყნის ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციას. უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 2 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, კომპიუტერების სერვერები, რომლებიც დაგეგმილ თავდასხმაშია ჩართული, მდებარეობს ჰოლანდიაში, თუმცა რეგისტრირებულია უკრაინულ კომპანია BlazingFast-ში. განცხადების თანახმად, თავდასხმას თან უნდა დაერთოს ტექსტური შეტყობინებები და სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტები იმის შესახებ, რომ რუსეთში საბანკო და ფინანსური სისტემის კოლაფსი გარდაუვალია. როგორც სააგენტო იუწყება, თავდასხმის სამიზნე რუსეთის რამდენიმე ქალაქი გახდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას ამგვარი საფრთხის შესახებ და შემუშავებული აქვს გეგმა მსგავსი თავდასხმის მოსაგერიებლად. „სიტუაციას ვაკონტროლებთ“ - აცხადებს ბანკი და დასძენს - „ბანკებს საჭირო ინსტრუქციები უკვე მიეცათ“. კიევში განთავსებული საინტერნეტო კომპანიის, BlazingFast-ის დირექტორი, ანტონ ონოპრიჩუკი ამბობს, რომ მას უშიშროების სამსახურებიდან არავინ დაკავშირებია. მისი თქმით, ის მეტი ინფორმაციის მიღებას ელის, რათა კომპანიამ გამოძიების ჩატარება შესძლოს.

XS
SM
MD
LG