Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიმოვას ვაჟი მოითხოვს გასაჯაროვდეს სად იმყოფება დედამისი


უზბეკეთის აწ გარდაცვლილი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას ვაჟი გამოდის მოთხოვნით, ოფიციალურად გასაჯაროვდეს სად იმყოფება დედამისი. გულნარა ქარიმოვა, რომელსაც ერთ დროს მამის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილავდნენ, საჯარო სივრციდან ორ წელიწადზე დიდი ხნის წინ გაქრა, კორუფციული სკანდალის ფონზე. ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში უმცროსი ისლამ ქარიმოვი ამბობს, რომ დედას ამყოფებენ ტაშკენტში, მის მთავარ სახლზე მიშენებულ, „ორ თუ სამოთახიან“ სათავსოში. უმცროსი ისლამ ქარიმოვი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, უზბეკეთის უშიშროების სამსახურს სდებს ბრალს, რომ ისინი ამყოფებენ დედამისს იზოლაციაში და უკრძალავენ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარებას. ქარიმოვი შიშობს, რომ ამ პირობებში ყოფნა დედის ჯანმრთელობას შეარყევდა. ავტორიტარი პრეზიდენტი, ისლამ ქარიმოვი სექტემბერში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას არ დასწრებიან არც გულნარა და არც მისი რომელიმე შვილი.

XS
SM
MD
LG